Loading data...
დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე ქალს მატარებელი დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს დაეჯახა.

არსებული ცნობით, ქალი ადგილზე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ამ ეტაპზე, შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.