1761117214
სამართალი
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ფაქტზე გამოძიება საქართველოს აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.