Loading data...
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც პარლამენტის შენობას ქვის ლოდებს და პოლიციელებს პიროტექნიკას ესროდა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, აღნიშნული პიროვნება პარლამენტის შენობას ესროდა ქვის ლოდებს და პოლიციელებს ესროდა პიროტექნიკას. ინფორმაციას „რუსთავი2-ს“ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს.

დამატებით დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ.

რაც შეეხება ვიდეოს, ის სოციალურ ქსელში გავრცელდა.