Loading data...
ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. 

ამავე ცნობით, ცხედარს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.

ცნობისთვის, მოზარდის ცხედარს 22 აპრილიდან ეძებდნენ.