1755444341
სამართალი
ბათუმში მცირეწლოვანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე მატარებელმა მცირეწლოვან ბავშვს ფეხზე გადაუარა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილობრივი მედია მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ საჭირო გახდა კიდურის ამპუტაცია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.