Loading data...
ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ავტომობილიდან გადმოდიოდა.

დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.