1737740024
სამართალი
ბათუმში კაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, სამხედრო დასახლებაში, შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.