1722502490
სამართალი
ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

ბათუმში ერთ-ერთ კლუბთან 3 ადამიანი დაჭრეს.
შემთხვევა კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ივლისს მოხდა.
არსებული ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე) და 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე) მუხლებით დაიწყო.