1771768096
სამართალი
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მოკვლა სცადა
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ამავე კლინიკის თანამშრომელმა, კერძოდ, სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მოკვლა სცადა, რის შემდეგაც პოლიეთილენის პარკში მოათავსა და მის მოშორებას აპირებდა. ახალშობილს ყელის და სახის არეში რბილი ქსოვილების დაზიანებები აღენიშნებოდა.
ქალი ახალშობილთან ერთად, ამავე კლინიკის ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, ახალშობილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახლად დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის, მძიმეა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქ/პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.