Loading data...
ავტოსაგზაო შემთხვევას ხაშურში ერთი პირი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურში. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირს შეეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.