Loading data...
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

საგარეჯოში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.