1754154416
სამართალი
ავტობანზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარიას აფეთქება მოჰყვა

ავტომაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან ავტოავარიას აფეთქება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.