Loading data...
ავარია ყვარელში - დაიღუპა 1 ადამიანი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიას 52 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

 სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.