1760008554
სამართალი
ავარია თელავში - დაიღუპა 1 ადამიანი

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა.
როგორც ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.