Loading data...
ავარია თბილისში - დაიღუპა 1 ადამიანი

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად, ასევე, დაშავდა 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.