1773585356
სამართალი
ავარია სანაპიროზე - დაშავდა 1 ადამიანი
თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.