Loading data...
ავარია საჩხერეში - დაღუპულია 18 წლის ახალგაზრდა

საჩხერეში, სოფელ კორბოულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა. 18 წლის გოგო ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.