Loading data...
ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე - არიან დაღუპულები

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ცნობით, ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.