Loading data...
ავარია მარტვილში - დაიღუპა 2 ადამიანი

მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი დაშავდა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.