1745755013
სამართალი
ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე - დაშავდა 5 ადამიანი

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მედიის ცნობით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, მანქანების მძღოლებიც.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.