1744622790
სამართალი
ავარია ლანჩხუთში - დაიღუპა 28 წლის კაცი

ლანჩხუთში, სოფელ ხაჯალიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ ტრასაზე მოძრავი ავტობუსი 28 წლის კაცს საკუთარ სახლთან ახლოს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.