Loading data...
ავარია ქვიშხეთთან - დაღუპულია 3 ადამიანი

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად დაღუპულია ერთი კაცი და ორი ქალი.

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.