Loading data...
ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

არსებული ცნობით,  მსუბუქი ავტომობილი 2 მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. 

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.