Loading data...
ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე - გავრცელებული ცნობით, დაშავდა 4 ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.