Loading data...
ავარია ქობულეთში - დაიღუპა 2 ადამიანი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაღუპა, 1 პირი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.