1721891921
სამართალი
ავარია ქედაში - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი
ქედაში, სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ცნობით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.