Loading data...
ავარია კასპში - დაიღუპა 1 ადამიანი

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

როგორც საკალათბურთო კლუბი „კასპის გრიფინი“ წერს, ავარიას კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა. 

როგორც  Newshub.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.