Loading data...
ავარია კახეთში - დაიღუპა ერთი ადამიანი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Newshub.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.