1750348886
სამართალი
ავარია აჭარაში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.