Loading data...
ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა, ხოლო ერთს - გირაო განესაზღვრა

სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. სამ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო ერთს - გირაო.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარის, 4 964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.

საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი არიან ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ დოკუმენტაციას უმზადებდნენ.