Loading data...
ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს არსებული და სამომავლო საპოლიციო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პარტნიორობის გაღრმავებას, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართება.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრე დარახველიძეს არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.