Loading data...
ალექსანდრე დარახველიძე: დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა თუ დადასტურდება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მისი თქმით, თუ დადასტურდება ჩანაწერის ავთენტურობა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადასტურდება ამ ჩანაწერის ავთენტურობა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა დარახველიძემ.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თბილისში არეულობების დაგეგმვაზე, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია საუბრობენ.