Loading data...
ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. 

პროცესზე დაცვის მხარე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თუმცა, რეპლიკების ეტაპზე სხდომა გადაიდო.

ელისაშვილს ბრალდება წარდგენილია აქვს მუხლით, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.