Loading data...
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. 

გავრცელებული ცნობით, კაცს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.