Loading data...
9 აპრილის მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-მ Newshub.ge-ს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილით აქტივისტებსა და მოქალაქეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების განმუხტვის მომენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი აქტივისტი ტერიტორიიდან გაიყვანეს.