1758086871
სამართალი
624 მლნ. დოლარისა და 35 მლნ. ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს

624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადაწყვიტოს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის „გათეთრების“ უკანონო ქსელი. საუბარია 2022-2024 წლებზე.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.