1780911650
სამართალი
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად გამოყოფილ კიდევ ერთ ეპიზოდზე კიდევ ექვს პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
კერძოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდება: გიორგი ქორქიას, ლაშა ივანაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი რურუას, ლევან ჯიქიასა და სერგო მეგრელიშვილს.
შეთანხმება პროკურატურასთან შედგა. ბრალდების მხარე მათ საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს, საპატრიმრო დაწესებულებას კი უახლოეს დღეებში დატოვებენ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები რეპლიკების ეტაპით ისარგებლებენ.