Loading data...
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. 

სასამართლო პროცესს აითაჯ შახმაროვას მამა ესწრებოდა. 

შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდნენ. 

ინფორმაციისთვის, 6 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.