1724440383
რეგიონი
ზუგდიდის სამ სოფელში ბუნებრივი აირის აბონირება მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯიხაშკარში, ყულიშკარსა და ალერტკარში, ბუნებრივი აირის აბონირება მიმდინარეობს.
დღეს ბუნებრივი აირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირველად აანთეს სოფელ ჯიხაშკარში, შენგელიების მრავალშვილიან ოჯახში.
ჯიხაშკარში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ. ზუგდიდის 48 სოფლიდან 46 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ ორ სოფელში კი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.