Loading data...
ზუგდიდის მერია გადაუდებელი ქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას იწყებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. ინფორმაციას ზუგდიდი მერია ავრცელებს. 

„გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანგადახდას მერია უზრუნველყოფს შემდეგი ჯგუფებისთვის:

სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 001-ს.

სიმსივნით დაავადებული პირები, შშმ პირები, პენსიონერები, სტუდენტები, 0-18 წლამდე ასაკის პირები.
დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 1 000 ლარით განისაზღვრა.

პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პირების ოჯახები ავადმყოფისთვის, ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალისა და მოვლის საშუალებებთან ერთად, სხვა დამხმარე საშუალებების შეძენასაც შეძლებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.