Loading data...
ვახტანგ ბერიძე: დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მადლობა ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და არჩევის შემთხვევაში მერი“, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ.

მან „ქართული ოცნების“ მთელ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობას. მინდა მადლობა გადავუხადო სულხან თამაზაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ დიდი ნდობისთვის და შესაძლებლობების მოცემისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს“,- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.