1756032653
რეგიონი
თუშეთში, წოვათის ხეობის ალპურ ზონაში ხანძარია - მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

თუშეთში, წოვათის ხეობაში რამდენიმე საათია, რაც ხანძარია.
„ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარი და რელიეფის სირთულე უწყობს ხელს“, - ამ ინფორმაციას ადგილობრივები სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ.
როგორც newshub.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში გაჩნდა და ამ ეტაპზე, მისი ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს.