Loading data...
ტოივო კლაარი: ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში

სას

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ ის X-ში წერს.

ტოივო კლაარის ცნობით, მას ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები აქვს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდისთვის მოსამზადებლად.

„ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში“, – წერს ტოივო კლაარი.
imedinews.ge