შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
შუახევის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური სერვისების სააგენტოს სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი.
„იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან მისასვლელი გზები.
ელექტროენერგია მხოლოდ წყალსაყრის თემის მიმართულებით არ მიეწოდება მოსახლეობას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ხოლო სასმელი წყალი ხიჭაურის მოსახლეობას დღის ბოლომდე სრულად აღუდგება.
შუახევის მერია და ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და ორიენტირებულია მაქსიმალურად სწრაფ რეაგირებაზე.
ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე მოქალაქეს გაეწია შესაბამისი დახმარება. მათ შორის, სოფელ გორიდან ბათუმში გადაყვანილი იქნა პაციენტი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა.
საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური მობილიზებულია და ორიენტირებულია მაქსიმალურად სწრაფ რეაგირებაზე. მოქმედებს ცხელი ხაზი - 599 85 20 80“, - ნათქვამია შუახევის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.