1765175596
რეგიონი
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი აღმოაჩინეს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია ჯამში 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი.
კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მორები, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. სამართალდარღვევის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, პატრულირებას შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები
ახორციელებენ. ნებისმიერ გამოვლენილ კანონდარღვევაზე ტარდება შესაბამისი სანქციები“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.