Loading data...
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება

რუკა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მურჯახეთის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 330 000 ლარია, ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. შედეგად, 1527 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.

მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასევე დაგეგმილია ორლოვკა-სპასოვკის სათავე ნაგებობისა და მურჯახეთის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური საორიენტაციო ღირებულება 1 188 499 ლარია. მათი განხორციელების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 4 227 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უფრო მასშტაბური პროექტებიც იგეგმება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ლომატურცხის სათავე ნაგებობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ნინოწმინდაში ზრესის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენისთვის - 15 მილიონი ლარი. აღნიშნული პროექტები 3 000 ჰექტარი სავარგულების ეფექტიან მორწყვას შეუწყობს ხელს.