Loading data...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

მიხეილ ყაველაშვილმა საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების ორი დარბაზი დაათვალიერა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს გაეცნო.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ბატონის ციხის კომპლექსში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დეპუტატები გელა სამხარაული და ლევან მახაშვილი, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე იმყოფებოდნენ.