Loading data...
რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარუდგინა

რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული სოსო ალიბეგაშვილი წარუდგინა.

მამუკა მდინარაძემ სოსო ალიბეგაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მუნიციპალიტეტებთან ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.