Loading data...
მიხეილ სარჯველაძე და თეა ახვლედიანი ქუთაისში, დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და შობა-ახალი წელი მიულოცეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ქუთაისში, დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

1600-ზე მეტი დევნილი ოჯახი, ქუთაისისა და თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში, ახალ 2026 წელს, გარემონტებული ახლადგადაცემულ ბინებში შეხვდა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპზე, ერთდროულად, 4 ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს. დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ყველა პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.