1719751526
რეგიონი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სს „მედიკანა ჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს სს „მედიკანა ჰოსპიტალსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მეჰმეტ ფათიჰ თურანთან.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მამუკა შუბითიძე და სს „მედიკანა ჰოსპიტალსის" საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯარიაშვილი.